ქუთაისთან ახლომდებარე ორ სოფელს მგლები შეესია
თერჯოლის მუნიციპალიტეტში შემავალ ორ სოფელს - ნაგარევსა და გოდოგანს მგლები შეესია.
ქუთაისთან
ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებელების თქმით, მგლები ყოველდღიურად აზარალებს მოსახლეობას.
როგორც
გოდოგანსა და ნაგარევში მცხოვრებლები ამბობენ, ყოველდღე ერთდროულად რამდენიმე პირუტყვი ეკარგებათ. დაკარგულ
პირუტყვებს კი მოსახლეობა მგლებისგან დაგლეჯილს პოულობს.
„უკვე ვეღარ
ვუძლებთ ამდენ ზარალს. ისედაც გაჭირვებაში ვცხოვრობთ და კიდევ მგლები
გვაკლდა?!,“ – ამბობს სოფელ ნაგარევში მხოვრები ნუგზარ პატარიძე newpress.ge-სთან საუბარში.
ზარალთან
ერთად, როგორც ირკვევა, შემოსეულმა ნადირმა მოსხლეობაში შიშიც გააჩინა. რადგან სოფელში
მცხოვრებლები ღამით, სახლის ტერიტორიის მიღმა ვეღარ გადიან.
"მგლების
შიშით ღამით ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ და ვერც მეზობლებთან გადავდივართ. სოფელში
თითქმის პირუტყვი აღარ დარჩა და ვიდრე მგლები ადამიანებზე არ გადმოსულან, დროულად მოგვაქციონ ყურადღება,“ – ამბობენ სოფელ
ნაგარევში მცხოვრებლები.
როგორც
გოდოგნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გია ამბროლაძე ამბობს,
სოფლებში ნადირის შემოსევის შესახებ მისთვის ცნობილია. თუმცა გამგეობა, გადამჭრელ ზომებს ამ დრომდე ვერ ღებულობს.
„მგლები
ნამდვილად მომრავლებულია სოფლებში და ვიცით, რომ მოსახლეობა ზარალდება. თუმცა საკითხი ძალიან სპეციფიურია და ვმსჯელობთ იმაზე,
თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ პრობლემას მივხედოთ. ვეცდებით გადამჭრელ ზომებს მალე
მივმართოთ,“ – განმარტავს გია ამბროლაძე newpress.ge-სთან საუბარში.
ავტორი: ანა ჯანაშია