ჩემთან დაწექი და ცხონდები – სასულიერო პირებს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლი ეპარქიაში არსებული დარღვევების გამოსასწორებლად პატრიარქს მიმართავს. „პირველი რადიო „ მრევლის წარმომადგენელს ესაუბრა, როგორც მიხეილ შველიძემ განაცხადა მრევლი პატრიარქს მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმართავს . მრევლის განცხადებით , ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი უნდა გახდეს იზოლირებული და მოშორდეს საზოგადოებას. მისი სასულიერი პირები გოგოების გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები. :“მეუფე ვახტანგის სასულიერო პირები გოგოებს აუპატიურებენ. ეუბნებიან, ჩემთან დაწექი და ცხონდებიო. ქუჩურ გარჩევებზეა საუბარი მღვდელმთავრისა და რამდენიმე სასულიერო პირის მხრიდან. საშინელი სიტუაცია ზესტაფონში. ამ კაცმა 15 ტაძრში გააჩერდა წირვა და ჩატარდა მხოლოდ ერთ ტაძარში. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს. უწმინდესმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. ვაპირებთ, პატრიარქს მივმართოთ. სხვა გზა არაა დარჩენილი. უნდა მოგვისმინოს. დაველოდებით. - განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას მიხეილ შველიძე.
აღსანიშნავია, რომ 28 აგვისტოს, ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა ზესტაფონის 15 ტაძარში სასულიერო პირებს წირვის ჩატარების უფლება არ მისცა. წირვა ერთ ტაძარში, მეუფემ ჩაატარა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მრევლმა მის წირვაზე დასწრებაზე უარი თქვა.
მიხეილ შველიძე ამბობს, რომ წირვის ჩატარების უფლება მეუფე ვახტანგს არ აქვს, რადგან მისი საქმე სინოდს ჯერ არ განუხილავს.
წყარო: „პირველ რადიო“
ავტორი: ნიუპრესი