|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ზედოზირებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

„საზოგადოებაში არსებობს შიში. შიში გამოწვეულია ინფორმაციის არქონით ნარკომანიის პრობლემასან დაკავშირებით, რომელიც ხდება სხვა უამრავი პრობლემის მიზეზი“, – განაცხადეს შეხვედრაზე, რომელიც არასამავრობო ორგანიზაციებმა  „რუბიკონი"და „ახალი გაზა“, 5 სექტემბერს,  "ახალი გზის“ ქუაისის ორგანიზაციის ოფისში გამართეს.

აღნიშნული შეხვედრა  ზედოზირების ცნობიერების ამაღელების საერაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც საქართველოში, პრობლემის განსაკურებული აქტუალობის გამო,  კვირეულად იქცა.

შეხვედრა–ტრენინგის მავარ მოწოდებას წარმოადგენდა – შევამციროთ ზედოზირები გამომწვევი სიკვდილიანობა. ტრერნინგს წამალდამოკიდებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმცი იმ ზომების შესახებ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ზედოზირების შემხვევაში. აქვე აღინიშნა, რომ  ზედოზირების მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა საქართველოში განსაკუთრებით შეინიშნება  ბოლო წლებში.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, ბოლო წლებშივე გამოჩნდა ნარკობაზარზე ახალი კუსტარული პიოიდები. მაგალიად, „ნიანგი“. აღნიშნულმა "პრეპარატებმა" და ასევე  სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე მიმართვიანობის ნაკლებობამ გამოიწვია სიკვდილაინობის საგანგაშო მაჩვენებელი საქარველოში.

მომართვიანობის ნაკლებობას, როგორც შეხვედრაზე ითქვა, განაპირობებს კანონმდებლობა, რომელიც კრიმინალზიაციას ახდენს ნარკომომხმარებლის და რეპრესიულია ავისი შინაარსით.

"ზედოზირების დროს ამ ფაქტის შემსწრე მეორე ადამიანი დგება დილემის წინაშე – გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე თუ დათმოს საკუარი ავისუფლება. ამიტომ საჭიროა კანონის ლიბერალიზება, რომ ადამინები არ აღმოჩნდნენ  ასეი არევანის წინაშე", – აღნიშნა არასამავრობო ორგანიზაციის "ახალი გზა" ხელმძღვანელმა დალი უშარიძემ.

შეხვედრაზე განმარტეს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანების მკურნალობა–რეაბილიტაციის სამი საფეხურიდან, საქართველოში მხოლოდ  ერი მუშაობს. ამიტომ არ ხდება სრულფასოვანი მკურნალობა. "ამას ემატება სტიგმატიზება საზოგადოების მხრიდან და არაეფექტური პრევენციული სამუშაოები სახელმწიფოდან" , – ამბობს "ახალი გზის" ფსიქოლოგი, დავით ფორჩხიძე.

აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მედიკოსა საინიციტივო ჯგუფმა შეიტანა კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც ნარკომომხმარებლის დეკრიმინალიზებას ახდენს.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 45 აასი ნარკომომხმარებელია. თუმცა, როგორც აცხადებენ, რეალური მაჩვენებელი შეიძლება სამჯერ მეტი იყოს.


 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა