ქუთაისის მერიასთან ავტობუსების გაფიცვას აპროტესტებენ
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ვიცე–მერს, გია შარაბიძეს შეხვდა. თაბუკაშვილზე მცხოვრებლებმა #5 და #20 ავტობუსების მძღოლების მიერ, მერიის წინ გუშინ გამართული გაფიცვა გააპროტერსტეს. მათ ვიცე–მერთან ტრანსპორტის სამსახურის მიერ ახლადდანიშნული #57 მირკოავტობუსის ხაზის მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
#57 მირკოავტობუსები თაბუკაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის მიმართულებით იმოძრავებენ. მოსახოლების თქმით, ამ მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნას ისინი 12 წელია ითხოვენ. მათი თქმით, #5 და #20 ავტობუსების მძღოლები აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
"უამრავი განცხადება გვაქვს დაწერილი ამ 12 წლის მანძილზე. როგორც იქნა ჩვენი მოთხოვნა ყურად იღო მერიამ. ჩვენი უბნის სტუდენტობა წლების განმავლობაში დატანჯული იყო ორი ტრანსპორტის გამოცვლით," – ამბობს თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები ნინო ლაღიძე.
აღსანიშნავია, რომ თაბუკაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის მიმართულებით #33 და #52 მიკროავტობუსები რადმენიმე წლის წინაც იყო დანიშნული. თუმცა, როგორც ამ ქუჩის მოსახლეობა ამბობს, აღნიშნულმა მიკროავტობუსებმა დიდ ხნით ფუნქციონირება ავტობუსების მძღოლების ხელისშეშლის გამო ვერ გააგრძელეს.
"ჩვენ წლების წინ დიდი შეცდომა დავუშვით და ვერ დავიცავით ისინი. ახლა ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ. მთელი უბანი დავიცავთ ამ ახალ #57 მიკროავტობუსს," – ამბობს ნინო ლაღიძე.
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ვიცე–მერისაგან დახმარების პირობა მიიღეს.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა