|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სასწავლო წლის დაწყებას 1500 ლარიანი სადილით აღნიშნავს

ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, საზეიმო სადილისათვის 1500 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სადილს ქუთაისის მერია სასწავლო წლის დაწყებასთან დაკაშირებით მართავს.
30 პირზე გათვალისიწინებული საზეიმო სადილი 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე გაიმართება. 
ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვმს.

ავტორი: დეა მანაგაძე