|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტობუსების მძღოლების ქუთაისის მერიის წინ ისევ გაიფიცნენ

ქუთაისში,  საავტობუსო ხაზის  (#5, #25, #1 და #22) მძღოლები  უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან.

ავტობუსების მძღოლები ტარანსპორტის სამსხურის უფროსს, ნესტორ კეპულაძეს მისი დანიშვნის შემდეგ ქალაქის სატრანსპორტო სფეროში დარღვევების შესახებ ბრალს დებენ.  

მძღოლებს ავტობუსები მერიის წინ ყავთ გამოყვანილი, რის გამოც რუსთაველის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილების  მოძრაობა შეზღუდულია.

მძღოლების პროტესტი ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ საავტობუსო ხაზებში სატრანსპორტო ერთეულების და ახალი სხვლა–გეზების დამატებას უკავშირდება. ტრანსპორტის სასახურის უფროსს, ნესტორ კეპულაძესა და მძღოლებს შორის დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულია საპარტულო პოლიციის ეკიპაჟი.


ავტორი: თეკლა მორგოშია