|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი – მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, აზრზე მოვიდეს

საქართველოს პრეზინდეტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში რკინიგზის მშენებლობის შეჩრებათან დაკავშირებით აცხადებს, რომ 
ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ საქართველოში მსგავსი მასშტაბური მშენებლობა არ ყოფილა.
"უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ეს ისტორიული მშენებლობა შეაჩერო...რატომ გააჩერეს?! “ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა ვერტმფრენიდან ის გაჩერებული მასშტაბური მშენებლობები დაათვალიერეს, რომელიც რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
"რკინიგზის მშენებლობა ამ ეტაპზე მთავრობის გადაწყვეტილებით დააკონსერვდა. 
მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, აზრზე მოვიდეს, რადგან ამ პროექტის გაჩერება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ეს პროექტი თბილისის მომავალი და თბილისის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ეს საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია და ამისთვის ყველას მოეკითხება პასუხი!... ადრე თუ გვიან ბინდი გადაივლის და ყველა მიხვდება რა გააკეთა ამ თვეებისა და დღეების განმავლობაში ხალხმა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებით მოვიდა. ისინი, პრაქტიკულად, საქართველოს უსპობენ მომავალს!.

ამას რომ კეტავდა, ერთხელ მაინც არ უნდა ენახა რას კეტავდა?! თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი?! ამხელა სამუშაოები გაკეთდა. ერთხელ არ უნდა გამოსულიყო კაბინეტიდან?! არ უნდა მოსულიყო და ცალი თვალი მაინც არ უნდა შეევლო?! მესმის, რომ არ უყვარს გამოსვლა თავის შუშის კოლბიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა თავისი თვალით?! კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლა იმხელა რაღაცა ისე, რომ თვალითაც არ უნახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტი წელს უნდა დასრულებულიყო.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა