5 მილიონი ვითომ ოპოზიციისათვის - „ოცნება“ საკრებულოებში ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს ქმნის
„ქართული ოცნება“ საკრებულოებში ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს ქმნის, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფინანსები მიიღოს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სამუშია აღნიშნავს, „ოცნებამ“ თავისივე წიაღიდან „ხალხის ძალის“ შემდეგ „ევროპელი სოციალისტები“ შექმნა.
მისივე თქმით, ვითომ ოპოზიციისათვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა, დღეს სიაში მონაწილე ადამიანებისგან მუნიციპალიტეტებში ქმნის ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს და ამას იყენებს დამატებითი შემოსავლის მისაღებად. დღეის მდგომარეობით, 62 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული და შექმნილია „ხალხის ძალის“, ვითომ ოპოზიციის დანიშნული წარმომადგენლობა და 9 მუნიციპალიტეტში, მეორე წრეზე წავიდნენ, „ევროპელი სოციალისტების" ეგრეთ წოდებული ოპოზიციური წარმომადგენლობები და ფრაქციები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, 5 მილიონი გამოიყოფა ვითომ ოპოზიციისათვის“, - განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის ქუთაისის საკრებულოში, ე.წ ოპოზიციურ ფრაქციებს წარმოადგენს როგორც „ხალხის ძალა“, ასევე „ევროპელი სოციალისტები“.
ავტორი:


16:44
21:52
















