ახალი სასწავლო წელი წერეთლის უნივერსიტეტში - სასწავლებელს 2000-მდე სტუდენტი დაემატა
ქუთაიში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე ამბობს, ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი სტუდენტების მატაბით ხვდება.
"წელს 2000-მდე სტუდენტი დაემატა წერეთლის უნივერსიტეტს, რაც არ არის პატარა ციფრი და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ავტორიტეტით სარგებლობს" - აცხადებს გიორგი ღავთაძე newpress.ge-სთან საუბარში.
პირველკურსელთა განცხადებით, იმედი აქვს, რომ წერეთლის უნივერსიტეტში მათ ხარისხიან განათლებას შესთავაზებენ.
"ვიმედოვნებ, ჩემი მოლოდინები გამართლდება და უნივერსიტეტში კარგ, უმაღლეს განათლობას შემოგვთავაზებენ,"- ამბობს პირველკურსელი, ანა ბაკურაძე.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს 17 საათაზე, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართელობის ორგანიზებით, სასწავლებლის ეზოში კონცერტი გაიმართება.
წერეთლის უნივერსიტეტში სულ 9000-მდე სტუდენტი ირიცხება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა