|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპითეკით დაზარალებულები - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, სახალხო მოძრაობას დავიწყებთ

პარლამენტის წინ მოშიმშლე იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ახალ მოთხოვნებს უყენებენ.
პოთეკით დაზარალებულები მოქმედი პარლამენტის შემადგენლობის დაშლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
"თუ ჩვენს არჩეულ პარლამენტს, რომლის წინაც 6 ადამიანი შიმშილით, მათ თვალწინ ვიხოცებით და 6 ადამიანმა ვალების გამო თავი მოიკლა, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, შევწყვეტთ შიმშილობას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, სახალხო მოძრაობას დავიწყებთ," - აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე ირაკლი კაჩმაზოვი.
როგორც იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, მათი საკითხით შიმშლობის ცამეტი დღის განმავლობაში, პარლამენტიდან არავინ დაინტერესებულა. ისინი, ასევე, უყურადღებობაში ქუთაისის მაჟორიტარს, გუბაზ სანიკიძესაც ადანაშაულებენ.
"სანიკიძეს ერთხელ არ უკითხია რა ხდება მის ქალაქში. რას ვითხოვთ ასეთ შეუსრულებელს? ნუთუ ასე ძნელია 6 თვით პროცენტები შეგვიჩერონ," - აცხადებს იპოთეკით დაზარალებული თინათინ ფურცხვანიძე.    
შეგახსენებთ, რომ იპითეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ 13 დღეა შიმშილობენ. ამჟამად, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში 6 დაზარალებული შიმშილობს. მოშიმშილეთა შორის მძიმე დიაბეტით დაავედებულებიც არიან.
დაზარალებულები დღეს, ქუთაისში გიორგი მარგველაშვილის შტაბის გახსნაზე, საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრას აპირებენ. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა