|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს 4 ნოემბრამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი ეყოლება - ვინ შეარჩია კოტე ლომიძე?

ქუთაისის მერის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-მერი, კოტე ლომიძე მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე შეასრულებს. მერის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ბრძანება, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოსცა. 

საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგევლაშვილის განმარტებით, საკრებულოს წევრებს და ვიცე-მერებს ჰქონდათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, რის საფუძველზე, მარგველაშვილის თქმით, არჩევანი ლომიძეზე შეაჩერეს. 
"ყველა ერთად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ  დროებით, მერის მოვალოების შესრულება  კოტე ლომიძეს დაკისრებოდა", - ამბობს newpress.ge-სთან საუბარში მარგველაშვილი. 
თუ რის საფუძველზე მოხდა ლომიძის შერჩევა  მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე, თავად კოტე ლომიძე ამბობს: "ნახეს თუ როგორ ვმუშაობდი და ეს დააფასეს ალბათ", - ირწმუნება ლომიძე.
არსებული ინფორმაციით, მერის მოვალოების შემსრულებლის დანიშვნა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. ეს უკანასკნელი კი მეორე ვიცე–მერს, თენგიზ თოფურიძეს ლობირებდა. "აქ თევდორაძე არაფერ შუაში არ არის. არ ვიცი შიგნით პარტიაში რაზე ქონდათ საუბარი. მე საკრებულოს ფრაქციებმა დამიჭირეს მხარი", - განაცხადა newpress.ge-სთან საუბარში მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
ირკვევა, რომ ლომიძის კანდიდატურას მხარდაჭერა სწორედ საკრებულოს ფრაქციების – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსისისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლება გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, თანამდებობიდან გადაგომის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მიმართა. 

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა