|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარვეზებით შეკეთებული ლიფტები

ქუ­თა­­სის მე­რია ქა­ლაქ­ში მრა­ვალბინი­ან  საცხოვ­რებელ კორ­პუ­სებში სამ­გზავ­რო ლიფ­ტების აღ­დგე­ნის მო­რიგ ეტაპს იწყებს. საუბარია 40 ლიფ­ტის შე­კე­თებაზე, რო­მელ­თა მო­წეს­რი­გება ერ­თგვა­რი დას­წრების პრინ­ცი­პით მოხდება. თუმ­ცა, იმ ბინებში, სა­დაც ლიფ­ტები უკ­ვე შე­კეთ­და, მო­სახლეობა პროგ­რა­მის ხარ­ვე­ზებზე საუბრობს.  

ქუ­თა­ის­ში, ხარებავას ქუ­ჩა­ზე №41 ბინა­ში სამ­გზავ­რო ლიფ­ტი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლობაში არ ფუნ­ქცი­­ნი­რებდა. მი­სი აღ­დგე­ნა გა­სულ წელს  მოხდა. მო­სახლეობის თქმით, ლიფ­ტის შე­კე­თებისათ­ვის სა­ჭი­რო თანხების 80%  მათ და­ფა­რეს, თანხის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გა­­ღო და შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოც მან­ვე მი­­წე­რა. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინის მაცხოვ­რებლები ამბობენ, ლიფ­ტი  სრულყოფი­ლად არ მუ­შაობს.

„ბინა­ში მცხოვ­რებმა ოჯახებმა ლიფ­ტის აღ­დგე­ნის მიზ­ნით 50-50 ლა­რი გა­და­ვიხადეთ, მაგ­რამ არც არა­ფე­რი გა­­კე­თებიათ. მთა­ვა­რი „ტრო­სი" ძვე­ლი და­ტო­ვეს. მხოლოდ გიფ­სო­კარ­დო­ნი გა­მოც­ვა­ლეს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩა­ვარ­და. ამ დროს ლიფ­ტში ორი ადა­მი­­ნი იმყოფებოდა. კი­დევ კარ­გი, ლიფ­ტი რა­ღაც მან­ძილ­ზე გა­ჩერ­და, თო­რემ ორი­ვე და­­ღუ­პებოდა. ლიფ­ტი ახლაც ხში­რად იჭე­დება. ერთხელ სარ­თუ­ლებს შო­რის გა­­ჭე­და. ლიფ­ტის კაბინა­ში კომ­პა­ნი­ის ნო­მე­რია გა­მოკ­რუ­ლი. თუ მოახერხე და და­რე­კე, შე­იძ­ლება მო­ვიდ­ნენ და გა­მო­გიყვა­ნონ. მსგავ­სი ფაქ­ტები ხში­რი­ა," - აღ­ნიშ­ნა­ვენ  №41 ბინა­ში მაცხოვ­რებლები.

თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა №187-ში მდებარე 14-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში სამ­გზავ­რო ლიფ­ტი წლებია, მუ­შაობს. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინის მაცხოვ­რებლები აღ­ნიშ­ნა­ვენ, რაც თა­ვი ახსოვთ, ბინას ეს ლიფ­ტი ემ­სახურება. ლიფ­ტი მხოლოდ უშუ­ქობის პე­რი­ოდ­ში იყო გა­ჩე­რებული. კორ­პუ­სის მაცხოვ­რებლების­თვის უც­ნობია ლიფ­ტი რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­დის ტექ­ნი­კურ შე­მოწ­მებას. მხოლოდ ის იცი­ან, რომ ხელ­შეკ­რუ­ლება აქვთ გა­ფორ­მებული მომ­სახურე ფირ­მას­თან, რო­მელ­მაც ლიფ­ტის  მუ­შაობა შე­ფერხების გა­რე­შე  უნ­და უზ­რუნ­ველყოს.

ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მე­რი­ამ სამ­გზავ­რო ლიფ­ტების აღ­დგე­ნის მიზ­ნით ამჯერად გა­მო­აცხადა,  40 ლიფტს შეეხება.  სა­მუ­შა­ოების შესყიდ­ვის სა­ვა­რა­­დო ღი­რებულება 102 056 ლა­რი­ა. ქუ­თა­­სის მე­რი­ის  საბინაო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რების სამ­სახურის უფ­რო­სის კახა ხვა­რე­ში­ას თქმით,  ლიფ­ტების აღ­დგე­ნის პროგ­რა­მა­ში ის ბინები მოხვდებიან, რომ­ლებიც ფულს დრო­­ლად აკ­რებენ და ქა­ლა­ქის მე­რი­ას განცხადებით მი­მარ­თა­ვენ. ხვა­რე­ში­ას გან­მარ­ტებით, მაღ­ლივ­საცხოვრებელ კორ­პუ­სებში ლიფ­ტების აღ­დგე­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო ხარჯების 90%-ს ქა­ლა­ქის მე­რია ფა­რავს, ხოლო 10%-ი მო­სახლეობამ უნ­და გა­დაიხადოს.

რო­გორც ირ­კვე­ვა,  აღ­სად­გე­ნი ლიფ­ტების ნუსხაში  ახალ­გაზ­რდობის გამ­ზირ­სა და ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში მდებარე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­­ნი საცხოვ­რებელი კორ­პუ­სები მოხვდნენ.

„აღ­დგე­ნის შემ­დეგ მე­რია ლიფ­ტებს სა­კუთ­რებაში გა­დას­ცემს ბინის ამხანა­გობებს, რომ­ლებიც ხელ­შეკ­რუ­ლებას აფორ­მებენ მომ­სახურე ფირ­მას­თან. მე­რია არ არის პა­სუხისმ­გებელი ლიფ­ტის შემ­დგომ ექ­სპლუ­­ტა­ცი­­ზე. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის ყოვ­ელ­გვარ პა­სუხის­მგებლობას იხსნის. გა­სულ წელს დაახლოებით 300 ლიფ­ტი აღ­ვად­გი­ნეთ. ახლა 40 ლიფ­ტი და­­მა­ტება. ამ პრო­ცეს­მა ინ­ტენ­სი­­რი სახე მი­­ღო," - ამბობს კახა ხვა­რე­ში­ა.

უკ­ვე აღ­დგე­ნილ ლიფ­ტებთან და­კავ­ში­რებით მო­სახლეობის მი­ერ გა­მოთ­ქმუ­ლი პრე­ტენ­ზიების სა­პა­სუხოდ ხვა­რე­შია გან­მარ­ტავს, რომ ის მზად არის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებთან ერ­თად ჩა­­ტა­როს მო­ნი­ტო­რინ­გი. ეს იქ­ნება გამ­ჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი," - აღ­ნიშ­ნავს კახა ხვა­რე­ში­.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა