|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეცდომა, როგორც ღირებულება

ადამიანები, რომლებიც ყველაზე მარტივად აღიარებენ საკუთრ შეცდომებს მეცნიერები არიან. მაგრამ არის პროფესიები, რომლის წარმომადგენლები ამას არაფრის დიდებით არ აკეთებენ. და თუ ვინ არიან ისინი, ამის გარკვევა ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერლმა ქეთრინ შულცმა დღეს ქუთაისელ მსმენელებს მიანდო. ქეთრინ შულცის წიგნის „როცა ცდები“ პრეზენტაცია წიგნის მაღაზია  „ბიბლუსში“ გაიმართა.

ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის ქეთრინ შულცის ნააზრევი „როცა ცდები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამმა“ გამოსცა და თავადვე იზრუნა გამოცემის მკითხველამდე მიტანასა და  გაცნობაზე. ყოველ შემთხვევაში ქუთაისში გამართულ პრეზენტაციას „რადარამის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე მარკ მალერი ესწრებოდა, ავტორთან ერთად. მანამდე მკითხველთან შეხვედრები საქართველოს ბევრ სხვა ქალაქსა და რაიონში გაიმართა.

აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიოში ცნობილ ბესთსელერებს (თუმცა არამხატვრულს)  ქართულ ენაზე თარგმნის და  თვეში ერთხელ გამოსცემს. ამჟამად მათი ყურადრების ქვეშ მოექცა ქეთრინ შულცის წიგნი  „როცა ცდები“.

 „საქართველოში ბევრი იწერება ქართულად, მაგამ ცოტა ითარგმნება. ასევე ცოტაა თარგმანები უცხო ენიდან, უმეტესწილად მაინც სახელმძღვანელოებს თარგმნიან, შედარებით ნაკლებად სხვა ლიტარატურას. გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხი წიგნის მაღაზიაში „რადარამის“ გამოცემულ წიგნებს კითხულობდნენ, გვინდა ეს ლიტერატურა იყოს საინტერესო და ხელმისაწვდომი მკითხველისთვის ღირებულების თვალსაზრისით“, - ამბობს მარკ მალერი.

მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ის ღირებულებები, რომლებზეც ეს წიგნები ყვებიან. შეიძლება იმიტომ, რომ როგორც  „რადარამის“ წარმომადგენლები მიუთითებენ, წიგნები მარტივად და გასაგებადაა დაწერილი და არ ითხოვენ პროფესიულ ცოდნას. აზრის გადმოცემის სიმარტივე გამოარჩევს ქეთრინ შულცის წიგნსაც. „როცა ცდები“ შეცდომას წარმადოგენს, როგორც ღირებულებას, რომელიც შესაძლებელია შემეცნებისკენ მიმავალ გზად იქცეს.

„შეცდომის ჩადენა ძალიან ბუნებრივია. ყველა ერსა და კულტურაშია გამონათქვამები, რომლებიც შეცდომებს უკავშირდება. მაგალითად, ინგლისურში არის: „ცდებოდე  - ნიშნავს იყო ადამიანი“, ამის ქართულ  ეკვივალენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ „შეუცდომელი მარტო ღმერთია“. ადამიანი ცდება, მისი ბუნება მიდრეკილია შეცდომისკენ. მაგრამ მთავარია როგორია ჩვენი დამოკიდებულება შეცდომის მიმართ. ადამიანებთან ხშირად ვკარგავთ დროს ფუჭ კამათში. რაც მეტად უმტკიცებ რომ ცდება, მით მეტად გპასუხობს რომ მართალია. უჭირს აღიარება, შეცდომის ათასნაირ გამართლებას ცდილობს, რომ უხერხულობა აიცილოს. არადა აღიარება ბევრ რამეს გაამარტივებდა, რადგან შეცდომიდან ბევრის სწავლა შეიძლება“, - ამბობს ქეთრინ შულცი.

წიგნის პრეზენტაციისას დარბაზში ჩატარებულმა მინი-გამოკითხვამ  ყველაზე „ჯიუტებად“  და შეცდომის არმაღიარებლებად  პოლიტიკოსები, სინოპტიკოსები და მასწავლებლები დაასახელა. მაგრამ თუკი სინოპტიკოსების შეცდომები თვალსაჩინოა, პოლიტიკოსები  მუდმივად მათ გამართლებას ცდილობენ.

შეხვედრის ბოლოს ავტორმა მსმენელების კითხვებს უპასუხა და ავტოგრაფები დაარიგა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა