ქუთაისელი "ნაციონალი" "ქართულ ოცნებას" ბოლშევიკებს ადარებს
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, გია გოქაძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მრჩეველი, ირაკლი მელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშად ერევიან.
როგორც გოქაძე განმარტავს, ორი დღის წინ ირაკლი მელაშვილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, თენგიზ თოფურიძეს და ვიცე–მერს, კოტე ლომიძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. გოქაძის თქმით, მისთვის უცნობია რა საკითხები განიხილეს მხარეებმა შეხვედრისას.
"თუმცა, ცხადია რაზეც ისაუბრებდნენ ისინი. "ქართული ოცნება" უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში," – აღნიშნავს გოქაძე.
მისი მტკიცებით, თავის დროზე ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანი სწორედ, მელაშვილის მიერ შერჩეული კადრი იყო.
გოქაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა ბოლშევიკების მიერ რეგიონებში კომისიების მივლინების პერიოდს ახსენებს.
"სჯობია მელაშვილმა თბილისში სხვა საქმეს მიხედოს. ქუთაისს და ზოგადად თვითმამართველობის საქმიანობაში ჩარევას კი თავი დაანებოს. მმართველი გუნდის წინასაარჩვენო დაპირებების შედეგიც ეს არის, რომ ევროპის გაკვირვებას უნიკალური დემოკრატიით გეგმავდეს," – აცახადებს გია გოქაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა