რას და რატომ არიგებს ქუთაისში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი?
"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ცდილობს - ამის შესახებ, ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ.
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის გია გოქაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი, ზაზა მარუაშვილი, ქალაქის ტერიტორიული ორგანოებში თავის სავიზიტო ბარათებს არიგებს.
"რამდენიმე დღის წინ, მარუაშვილმა მუნიციპალიტეტებში ვიზიტის დროს სავიზიტო ბარათები დაუტოვა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს. თუ ვინმემ დაგაძალოთ საარჩევნო პროცესებში ჩარევა დამირეკეთო. ეს არის ირიბი მინიშნება იმისა, რომ მას შეეხმიანონ", – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გია გოქაძე.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბში. "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის პრესამსახურის უფროსი, ლარინა ლალიაშვილი ამბობს, რომ მარუაშვილი ამომრჩევლებს ყოველდღიურად ხვდება.
"ალბათ ამის გამო გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, მარუაშვილი ამომრჩეველს ვისაც შეხვდება ყველას დაურიგებს საკუთარ ნომერს?!", – აღნიშნავენ "ქართული ოცნების" ადგილობრივ შტაბში.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა