ქუთაისის მერიის კონტროლის სამსახურს ერთმანეთის მოსმენებისთვის იყენებენ?
ქუთაისის საკრებულის "ნაციონალი" დეპუტატის გია გოქაძის განმარტებით, ქუთაისის მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახური გესტაფოა. რადგან გოქაძის თქმით, აღნიშნულ სამსახურს მერიის თანამშრომლები ერთმანეთის თვალთვალისა და მოსმენებისთვის იყენებენ.
"უთვალთვალებენ ერთმანეთს ვინ რა განწყობით ადადის სამსახურში და რას ლაპარაკობენ, ეს ყველაფერი კი გესტაფოს მაგონებს," - ამბობს საკრებულის უმცირესობის წევრი, "ნაციონალი" გია გოქაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამსახურში თანამშრმლეთა ზრდა, სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზითაა განპირობებული. რადგან ქუთაისის მერიის კონტროლისა და აუდიტის სამსახურში, სადაც 14 თანამშრომელია დასაქმებული, ხუთი განყოფილება არ უნდა იყოს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა