|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უცნობი პირები მოსახლეობას სახლში აკითხავენ და პირად ნომრებს იწერენ

ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით, უცნობ პირებს ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავთ და მოსახლეობას მოტყუებით ამოწმებენ.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას, ქუთაისის N 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აკეთებს.
"დაუდგენელი პირები ქუთაისში მოსახლეობას სახლში აკითხავენ და მათ პირადობის ნომრებს იწერენ. ასეთი ფაქტი გუშინ მოხდა, როცა ეს ადამიანები საოლქო კომისიის მდივანთან, მაია დათუსანთან მივიდნენ. თუმცა, როცა გაიგეს ვისთან მოხვდნენ, უკანმოუხედავად გაიქცნენ. ჯერ ვერ ვადასტურებთ, თუ ვისი სახელით მოქმედებენ ეს ადამიანები. მაგრამ, თუ მსგავს ქმედებებს არ შეწყვეტენ, მათ იდენტობას აუცილებლად დავადგენთ," – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისის N 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქუთაისში  მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ შეცდომაში არ შევიდნენ.
"
ვიდრე მოსახლეობასთან მისული პირები შესაბამის რწმუნებას არ წარადგენენ ამომრჩეველი არავის არ უნდა ენდოს და არავის მისცეს უფლება მათი პირადი ნომრები და მონაცემები ჩაიწეროს, " – აცხადებს ოსეფაიშვილი.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა