ადამიანს აივ-ინფექციასთან ბრძოლაში კატა დაეხმარება?
შიდსის ვირუსისგან, რომელსაც კატა ატარებს, იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ადამიანისთვის ვაქცინის დამზადებაა შესაძლებელი, დაასკვნეს მეცნიერებმა.
მათი აზრით, შიდსით დაავადებული კატების სისხლში არსებული პროტეინი აივ-ინფიცირებულ ადამიანთა იმუნიტეტს აძლიერებს. საუბარია ვირუსზე, რომელსაც კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (feline immunodeficiency virus (FIV) ეწოდება. კვლევის შედეგები ჟურნალ Virology-ში დაიბეჭდა. კვლევაში ფლორიდის, კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობდნენ.
"კატისებრი შიდსის ვირუსის ფერმენტიდან წარმატებით შეგვიძლია ვაწარმოოთ T ლიმფოციტი, რომელიც იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ იბრძოლებს", - ამბობს ფლორიდის ვეტერინალური მედიცინის კოლეჯის მეცნიერი ჯანეტ იამამოტო.
თუმცა, მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა და ღრმა გამოკვლევას
საჭიროებს.
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი