ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვილს ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს და ასევე, ბრალდებულების მიმართ ბრალდების შესავალ სიტყვას მოისმენს.
"ვფიქრობთ, რომ შესავალი სიტყვის მოსმენას დიდი დრო დასჭირდება და ამიტომ, ბრალდების მხარეებს დღეს მოწმეები არ წარმოუდგენია," - აცხადებს ნათია სონღულაშვილი.
სონღულაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარეთა მიერ
წარმოდგენილი მოწმეების მოსმენა მომავალ სასამართლო სხდომაზე მოხდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს თბილისის მერი, გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის წევრები და ლიტვის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებიან.
ავტორი: დეა მანაგაძე