|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი – ხელს ვერ დავადებ ყოფილ ხელმძღვანელებს, რადგან ეს იყო სისტემური მოვლენა

ქუთაისის ვიცე–მერმა, თენგიზ თოფურიძემ, ქუთაისში არსებული სამი კულტურული ობიექტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

თოფურიძის თქმით, ცენტრალური მოედნის, ლადო მესხიშვილისა და ოპერის თეატრების სარეაბილიტაციო სამუშაოები კანონდარღვევებით ჩატარდა. 

როგორც ვიცე-მერი აცხადებს, ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომელსაც სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011" აწარმოებდა, 2012 წლის 1 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. 

"თუმცა,  ვადის გადაწევასთან დაკავშირებით დამატებით გაფორმდა ხუთი დანართი შეთანხმება, რაც კანონდარღვევად ითვლება,"– აღნიშნა თოფურიძემ. 

მისივე განმარტებით, დამატებითი შეთანხმების მიხევდით, ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის საბოლოო ვადად 2012 წლის 15 ოქტომბერი დასახელდა. თუმცა, როგორც ბრიფინგზე ვიცე-მერმა აღნიშნა, სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა. თოფურიძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები  ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინიცირებითა და შესყიდვების სამსახურის შესრულებით ხორციელდებოდა. მათი მხრიდან კი აღნიშნულ დაღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა

თოფურიძის განმარტავს, რომ დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული პრობლემებით დაინტერესებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოებში დასრულებისათვის კომპანია "მშენებელი 2011" 5 დღის ვადას აძლევს. თუკი ისინი ამ ვადებშ ვერ დაასრულებენ სამუშაოებს, საკითხი გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს.

ვიცე-მერის მიერ დარღვევები აღინიშნა მესხიშვილის თეატრთან დაკავშირებითაც, სადაც ფირმა "ექსპოგრაფს" ხელშეკრულების დარღვევას ედავებიან.

"შპს–ს მიერ მოწოდებული სავარძლები ტერნიკური დავალებით მონთხოვნილ პარამეტრებთან წინააღმდეგობაში იყო. თუმცა, "ექსპოგრაფმა" ისინი არ შეცვალა, რის გამოც მას ეკისრება საჯარიმო სანქცია. ქუთაისის ოპერის თეატრის შემთხვევაში დარღვევა დაფიქსირდა  საფიფინსო სამსახურში, რომელმაც სს "დაგთან" სრული ანგარისშსწორება მოახდინა, იმის მიუხედავად, რომ არ გაფორმებულა მიღება–ჩაბარების აქტი", –განაცხადა თოფურიძემ.

ქუთაისის ვიც-მერი აღნიშნული დარღვევებს სისტემური დანაშაული ნაწილად მიიჩნევს და ვერ აკონკრეტებს დადგება თუ არა ქუთაისის მერიის სამსახურების პასუხისმგებლობის საკითხი.  

"ხელს ვერ დავადებ ყოფილ ხელმძღვანელებს, რადგან ეს იყო სისტემური მოვლენა იმ პერიოდის. თუმცა, საკითხი აუცილებლად საჭიროებს შესწავლას," - აცხადებს თენგიზ თოფურიძე.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა