|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილის ადვოკატები - სიმართლისთვის ევროპულ სასამართლოში ვიბრძოლებთ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტირის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მერაბიშვილის ადვოკატებმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და პროკურატურის შემადგენლობის აცილება მოითხოვეს.
როგორც პროკურორი ნათია სონღულაშვილი აცხადებს, დაცვის მხარის შუამდგომლობა სამართლებრივ მტკიცებულებებს მოკლებული იყო, რის გამოც სასამართლომ ის არ გაითვალისწინა.
მერაბიშვილის ადვიკატებმა ასევე, მოითხოვეს წინასწარ გაცნობოდნენ მომავალ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის დასაკითხ მოწმეთა ვინაობას. 
"3969 მოწმის დაკითხვა პროკურარტურის ხელშია. მათ შეუძლიათ პროცესი გააჭიანურონ და მერაბიშვილი 9 თვის განმავლობაში ბოლომდე პატიმრობაში ამყოფონ,"-აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე. 
მისი თქმით, დაცვის მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ეძლევა და ისინი სიმართლისათვის ბრძოლას ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.
"თუ ეროვნულ დონეზე სიმართლეს ვერ მივაღწევთ, მაშინ ამ სიმართლისთვის ევროპულ სასამართლოში ვიბრძოლებთ," - აცხადებს ოთარ კახიძე.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, წინასწარ გაეცნონ დასაკითხი მოწმეების ვინაობას, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, პროკურატურა მზადაა მათი ეს მოთხოვნა შესაძლებლობის ფარგლებში დააკმაყოფილოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება.

  
  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა