|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნარკოტიკული საშუალება თურქეთიდან საქართველოში სხეულით შემოიტანეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული გიორგი ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლანჩხუთში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თურქეთიდან საქართველოში სხეულით შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის წონა ექსპერტიზის დასკვნით 0,954 გრამია.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას გიორგი ს. „ოპიუმი“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს," - ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს ვარცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა