|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამოქალაქო სოლიდარობამ" ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა

ქუთაისის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა.

ქუთაისელ საზოგადოებას ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობასა და მის მიზნებზე, დამფუძნებლებმა ესაუბრეს.

მათი თქმით, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ფსევდოდემოკრატიასთან და სიყალბესთან შეუგუებლობა  და სურს მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში.

"პრემიერ-მინისტრის ირგვლივ სუსტი გუნდი აღმოჩნდა, ამიტომ მოცემულობამ მოითხოვა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ჩვენ სოლიდარული ვიქნებით სამართლიანობის აღდგენის და საკუთრების დაბრუნების მიმართ. პირველ რიგში დიალოგი გვექნება ხელისუფლებასთან და თუ საჭირო გახდება ნებისმიერი სხვა მეთოდებით ხელისუფლებას მუდმივად შევახსენებთ დაიცვას კანონი და  არა რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის სურვილი," - განაცხადა  "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია კორკოტაშვილმა.

ქუთაისში "სამოქალაქო სოლიდარობის" საინიციატივო ჯგუფს სიმონ ახალაძე უხელმძღვანელებს. 

მსგავსი საინიციატივო ჯგუფი, გუშინ, ბათუმშიც დაფუძნდა.     

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა