შსს-მ ქუთაისში ორი ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული მირზა მ. და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ირაკლი მ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დააკავეს.
დაკავებულები საქართველოში უკრაინის რეისით ჩამოფრინდნენ. ორივე ბრალდებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა. სასამართლომ მირზა მ-ს 4 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო ირაკლი მ-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ორივე მსჯავრდებული ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია მოთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა