სამართალდამცავებმა წყალტუბოში უცნობი მამაკაცი იპოვეს
2013 წლის 3 ოქტომბერს, შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვენეთის სამხარეო მთავარი სამმრთველოს წყალტუბოს რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზენ დაახლოებით 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ვერ ასახელებს თავის ვინაობას. მამაკაცს, სავარაუდოდ, სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს.
გარეგნობის აღწერილობა: ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლის, შავი-ჭაღარა მოკლე შეთხელებული თმით, შავი წვრილი რკალისებრი წარბებით, სწორი ცხვირით, თაფლისფერი თვალებით.
განსაკუთრებული ნიშნები: არ აღენიშნება.
ტანთ აცვია: მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით.
აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 526618, 577 529897.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა