ქუთაისის მერია "პატრიოტთა ალიანსის" დაკვეთებს ასრულებს – "ნაციონალები" ზეწოლაზე საუბრობენ
ქუთაისის მერიის 100%–იან მფლობელობაში არსებული შპს "ქუთსერვისჯგუფის" ყოფილი დირექტორი, ლაშა დვალიშვილი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბორბს. მისი განცხადებით, დაკავებული თანადებობიდან სწორედ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ თავად დვალიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ 28 სექტემბერს დაიბარა და თანადებობიდან წასვლის შესახებ განხცადების დაწერა მოსთხოვა.
"მითხრა, რომ ეს იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ლიდერის დაკვეთა, რადგან ამ თანამდებობაზე მათი წარმოამდგენელი უნდა დაენიშნა. არ ვიცი ვინ არის ამ პარტიის ლიდერი – გოჩა თევდორაძე თუ სხვა, რადგან თვითონაც არ იცის "პატრიოტებშია" თუ "ლეიბორისტებში", მაგრამ ფაქტია, რომ ამ პოლიტიკური პარტიის სახელით მომთხოვეს თანამდებობიდან წასვლა," – განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.
დვალიშვილი ამბობს, რომ მერიის ინსპექტირების ჯგუფმა მას ქალაქში დაუსუფთავებელი ადგილების ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა. როგორც დვალიშვილი ირწმუნება, ინსპექტირების ჯგუფის მიერ წარდგენილ ფოტომასალაზე ის ქუჩები იყო ასახული, რომელიც მის დაქვემდებარებაში არ გახლდათ.
"ოფიციალურად სასაცილო მიზეზით გამათავისუფლეს, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა, რადგან მე "ნაციონალურ მოძრაობას" ვუჭერ მხარს," – აცხადებს დვალიშვილი.
დვალიშვილი აღნიშნული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გაათავისუფლეს. შპს "ქუთსერვისჯგუფი" ქუთაისის მერიამ 2010 წელს დააარსა. დავლიშვილი ფირმის დირექტორად 2011 წლიდან მუშაობდა. მისი გათავისუფლების შემდეგ კი ფირმის ხელმძღვანელად "პარტიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი, თეიმურაზ ცაგარეიშვილი დაინიშნა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა