ქუთაისის მერიაში "ნაციონალების" მიმართ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტს უარყოფენ
ქუთაისის მერიის შპს "ქუთსერვისჯგუფის" ყოფილი უფროსის ლაშა დვალიშვილის განცხადებას თანამდებობიდან მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას არ ადასტურებს მერის მოავალეობის შემსრულებელი, კოტე ლომიძე.
ლომიძის განმარტებით, დვალიშვილი სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ბოლოს კი მას ერთი თვის წინ შეხვდა. თუმცა, ლომიძე ამბობს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე თანამდებობის დატოვების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
"ქუთაისის მერიაში თითქმის უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. თუ პილიტიკური ნიშნით გათავისუფლებაა, მაშინ ისინი ამ დრომდე უნდა ყოფილიყვნენ გაშვებული. დვალიშვილთან არანაირი მოთხოვნა ჩემი მხრიდან არ ყოფილა თანამდებობის დატოვების შესახებ. მისი გათავისუფლების დროს ქუთაისის მერის მოვალეობას თენგიზ თოფურიძე ასრულებდა. შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ," - ამბობს კოტე ლომიძე.
ქუთაისის ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე აღნიშნული განხადების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის მერიის საკუთრებაში არებული შპს "ქუთსერვისჯგუფის" ყოფილმა უფროსმა, ლაშა დვალიშვილმა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზად პოლიტიკური ზეწოლა დაასახელა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა