|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "მეოცნებე" – ყოფილი ხელისუფლება ადმინისტაციული რესურსებს კვლავ იყენებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მღვდელაძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისში სპორტსმენებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ. 

აღნიშნული ინფორმაცია მღვდელაძემ ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 9 თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააჟღერა. 
მღვდელაძის განმარტებით, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკას ყოფილი ხელისუფლება ისევ აგრძელებს. 
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ რომელ პარტის აქვს გამოცდილება ადმინისტრციული რესურსების გამოყენების, ამიტომაც ამ ეტაპზე მხოლოდ მივმართავთ მათ, რომ სპორტს და სპორტსმენებსაც ნუ ჩართავენ საარჩევნო კამპანიაში,“ – აცხადებს მღვდელაძე.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა