|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე კალისტრატეს შესაძლო გათავისუფლებას ეპარქიის წარმომადგენლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

ქუთაის–გაენათის ეპარქიაში, ეპარქიის ამჟამინდელი მმართველის, მიტროპოლიტი კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) პენსიაში გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

newpress.ge-სთან პირად საუბრებში ეპარქიის წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციას ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ. ისინი განმარტავენ, რომ ისევე როგორც ყველა, წმინდა სინოდის ხვალინდელი სხდომის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე ოთხი ეპისკოპოსის ეპარქიის მმართველობიდან წასვლის და მათი პენსიაში გასვლის საკითხზე იმსჯელებენ.
მეუფე კალისტრატესთან ერთად, სინოდი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) პენსიაზე გაშვების საკითხსაც განიხილავს. 
შეგახსენებთ, რომ მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს. 1989 წლიდან მას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი.   

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა