წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოებას დღის ბოლომდე გააცნობენ
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი საპატრიარქოდან იუწყება, საპატრიარქოში მისულმა მღვდელმთავრებმა სხდომის საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
ეპისკოპოსების ნაწილმა განაცხადა, რომ მათთვის დღევანდელი განსახილველი საკითხები უცნობია, მეორე ნაწილი კი შენობაში უკომენტაროდ შევიდა.
წმინდა სინოდის სხდომას პატრიარქი გაუძღვება. სხდომებში, როგორც წესი, წმინდა სინოდის 40-მდე მღვდელმთავარი მონაწილეობს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენი მათგანი დაესწრება დღევანდელ სხდომას. წელს წმინდა სინოდის რიგით მეორე სხდომა იმართება. წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოებას დღის ბოლომდე გააცნობენ.
წმინდა სინოდის სხდომებზე, როგორც წესი, მღვდელმთავრები ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ.
ავტორი: ნიუპრესი