ივანიშვილი და მარგველაშვილი ქუთაისელ ამომრჩევლებს შეხვდებიან
ქუთაისში, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ.
პრემიერ–მინისტრისა და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრა 12 საათზე დაიწყება.
აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე კი, "ქართული ოცნების"
საარჩევნო შტაბის ახაგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს, დღის განმავლობაში იზრუნებენ.
ისინი, "ქართული ოცნების" პარტიული დროშებით აღჭურვილი ავტომანქანებით ქალაქს შემოივლიან და მეგაფონებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა