|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუფე კალისტრატე ეპარქიის მმართველად რჩება

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა დასრულდა, თუმცა, სინოდის განჩინებას დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.
თუმცა, მანამდე ცნობილი ხდება, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) ეპარქიის მმართველად რჩება.
წმინდა სინოდის მიერ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 6 ახალი ეპარქია შეიქმნა, თუმცა არ დაკონკრეტებულა, თუ რომელ ახალ ეპარქიებზეა საუბარი და ვინ იქნებიან მათი ხელმძღვანელები.
სხდომის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საუბარი იქნებოდა ქუთაის–გაენათის ეპარქიის გაყოფაზე. მოხდა თუ არა აღნიშნული ეპარქიის გაყოფა, ეს წმინდა სინოდის განჩინების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
დღევანდე სხდომაზე წმინდა სინოდმა ასევე, შვიდი ახალი მღვდელმთავარი დაამტკიცა. ხოლო ორი მეუფე პენსიაზე გაუშვა. პენსიაზე გასვლის შესახებ წმინდა სინოდის სხდომას განცხადებით მიმართეს მარგვეთის ეპისკოპოსმა ვახტანგმა და ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა. სინოდმა მათი განცხადებები დაკმაყოფილდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა