|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონისა და მარგვეთის მიტროპოლიტი - პენსიაზე საკუთარი გადაწყვეტილებით არ წავსულვარ

ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის ეპარქიას შიო მღვიმის მონასტრის ყოფილი წინამძღოლი მამა მიქაელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის ყოფილმა მიტროპოლიტმა , თადეოზმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა. 
მეუფე თადეოზმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდმა შვიდი ახალი მღვდელმთავარი დაადგინა. მათი კურთხევა სვეტიცხოვლობის შემდეგ, სვეტიცხოველში, ყოველ კვირას მოხდება, რადგან მეუფის განცხადებით, მღვდელმთავრების კურთხევა სვეტიცხოველში ხდება.
როგორც მეუფე თადეოზმა აღნიშნა, წმინდა სინოდმა პენსიაზე გასვლის შესახებ მისი განაცხადი დააკმაყოფილა. იგი აცხადებს, რომ პენსიაზე მისი გასვლა მისივე ნებით მოხდა.
ამასთან, საპატრიარქოს ტერიტორია უკვე დატოვა ზესტაფონისა და მარგვეთის მიტროპოლიტმა ვახტანგ ახველდიანმა, რომელიც წმინდა სინოდის განჩინებით, დღეს პენსიაზე გაუშვეს.
"ძალიან მშვენიერი და საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა",- განაცხადა ვახტანგ ახვლედიანმა, თუმცა აღნიშნა, რომ პენსიაზე საკუთარი გადაწყვეტილებით არ წასულა.
როგორც ცნობილია, ვახტანგ ახვლედიანს მრევლის წარმომადგენლების რამდენჯერმე დაუპურისპირდნენ და მას სასულიერო პირისთვის შეუფერებელ ქმედებებში ადანაშაულებდნენ. 
ამასთან, მეუფეები თადეოზი და ვახტანგი წოდებებეს შეინარჩუნებენ და წმინდა სინოდის წევრებად დარჩებიან. 
წმინდა სინოდის განჩინება დღეს, 18:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა