|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის მშობლები პროკურატურამ დაკითხა

ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას მშობლები ქუთაისის საოლქო პროკურატურამ დაკითხა. პროცესი ძველაიების ოჯახში ორ  საათზე მეტხანს გაგრძელდა. 
ძველაიების ოჯახში დარწმუნებულები არიან,  რომ პატიმარს თავი არ მოუკლავს. ისინი ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარდაცვლილის დაკრძალვას არ აპირებენ. 
როგორც გარდაცვლილის მამამ,  თენგიზ ძველაიამ განაცხადა, ბავშვს თითის ძვალი დამტრვეული ჰქონდა და რკინა ედო, რის გამოც წინდებსაც ვერ იცვამდა. 
გოგი ძველაიას დედის მთვარისა ძველაიას განმარტებით, თუ გამოძიება ნორმალურად არ ჩატარდება, იგი შვილის დაკრძალვას არ აპირებს. 
"თუ გამოძიება არ ჩატარდება ნორმალურად, მაშინ ჩემ შვილს არჩევნებამდე არ დავასაფლავებ და არჩევნების დღეს საარჩევნო შენობის წინ დავასვენებ და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. 
16 წლის სენაკელი გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში, სამარტოო საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ძველაია ერთი დღის მოთავსებული იყო საკანში და იგი გირაოთი უნდა გაეთავისუფლებინათ. ოჯახი პატიმრის გარდაცვალებას აღნიშნული დაწესებულების ე.წ. მაყურებლებთან დაპირისპირებას უკავშირებს. ძველაია მეორედ იყო დაკავებული. იგი მარიამობას პრეზიდენტმა შეიწყალა და ახლა ქურდობისთვის დააპატიმრეს. 
გამოძიების ამ ეტაპზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა