ქუთაისში ივანიშვილთან და მარგველაშვილთან შესახვედრად ქალაქის ყოფილი მერიც მივიდა
ქუთაისში, პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატთან, გიორგი მარგველაშვილთან მიმდინარე შეხვედრაზე ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანიც იმყოფება.
ამ წუთებში ამომრჩევლებს გიორგი მარგველაშვილი მიმართავს. მისი თქმით ორ კვირაში კოჰაბიტაცია დამთავრდება.
შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში, ე.წ ასსაფეხურიან კიბეებთან მიმდინარეობს ამომჩევლები ქვიტირიდან და თერჯოლიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა