|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საკანს ათვალიერებენ

ქუთაისის #2 ციხეში გარდაცვლილი სენაკელი პატიმრის, გოგა ძველაიას ადვოკატი, ლედი ტუკვაძე და ნათესავები შევიდნენ. მათ ის საკანი უნდა დაათვალიერონ, სადაც 16 წლის მსჯავრდებული გარდაიცვალა.

ციხეში, ასევე, იმყოფება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, დღევანდელი შეხვედრა არის კეთილი ნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან, იმისთვი, რომ დაათვალიერონ გარდაცვალების ადგილი, რაც დაეხმარებათ საბოლოო დასკვნების გაკეთბაში.
ექსპერტის განმარტებით, გარეგნული დათვალიერება გარდაცვლის უკვე ჩაუტარდა.
"გარეგნული დავალიერების შემდეგ, ცალსახად შეიძლება ითქვს, რომ უხეში ფიზიკური დაზიანებები მის სხეულზე არ აღინიშნება," - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
როგორც სასამართლო ექსპერტი აღნიშნავს, საბოლოო დასკვნა გარდაცვლილის საკნის მონახულებისა და იმ მასალის შემოწმების შემდეგ დაიწერება, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, პატიმარმა თვითმკვლელობისთვის გამოიყენა.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა