პირი არ მომაღებინოთ - რითი დაემუქრა მეუფე კალისტრატე სინოდს
წმინდა სინოდის განჩინებასთან დაკავშირებით ეპისკოპოსების გაშვებისა და ეპარქიების დაყოფის შესახებ საზოგადოებაში და მედიაში არაერთგვაროვანი მოსაზრება გაჩნდა. სინოდის დახურულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე რამოდენიმე ვერსია ჩამოყალიბდა.
სამების ტაძრის დიაკვანის მამა ელიზბარ დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთათელ–გაენათელი მიტროპლიტ კალისტრატეს "პენსიაზე გაშვება" სინოდმა მას შემდეგ გადაიფიქრა რაც მეუფე კალისტრატემ საკუთარი უფლებები, მკაცრად დაიცვა – "რის ხარჯზე არ გაინტერესებთ? მან თქვა პირს დავაღებო, არიქა პირი არ მოაღოო და კიდევ ცოტა ხანს დარჩიო უთხრეს".
მამა ელიზბარის ინფორმაციით, სასულიერო პირებზე, ბევრი კომპრომატი არსებობს და ვიღაცას ამ კომპრომატებს ცხვირწინ უფრიალებენ. "კალისტრატემ სხვა კი არაფერი თქვა, მოვაღებ პირსო, ყველამ ყველას ცოდვილი ხასიათი ისიც, მათი მიდრეკილება. კალისტრატეს სააკაშვილის ზურგი აქვს და ბოლომდე თავს იცავს, რაც მაგას დაჩიპულ ჯიპებში მოსმენილი და ნანახი აქვს აი იმ ყველაფერს წინ დაულაგებს და თითსაც ვერავინ დააკარებს", - აცხადებს მამა ელიზბარი "კვირის ქრონიკასთან" საუბარში.
წყარო: pirveliradio.ge
ავტორი: ნიუპრესი