|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვახტანგ წოწონავა - ვტოვებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ წოწონავა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. 

"მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რათა ვაუწყო, რომ ოფიციალურად ვტოვებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას," -ნათქვამია განცხადებაში, რომელიც წოწონავამ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
აღნიშნულ განცხადებაში ის გაწეულ მუშაბასაც აფასებს, ასევე, საუბრობს ქალაქში არსებულ პრობლემებზე.
"ქუთაისისათვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ტრანსპორტი წარმოადგენს. ამა წლის აგვისტოს დასაწყისში ავტობუსების მძღოლების გაფიცვა ჩვენი გუნდისათვის ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად იქცა. ფორსმაჟორულ ვითარებაში, ქალაქის მერის მხრიდან მაღალი ნდობის გამო, დავინიშნე ტრანსპორტის კომისიის თავმჯდომარედ და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან და მძღოლებთან შეხვედრიდან მეორე დღესვე ავტობუსებმა ჩვეული რეჟიმით განაგრძეს მუშაობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოიმატა მგზავრობის საფასურმა და თანაქალაქელებს შეუნარჩუნდათ ტარიფი - 30 თეთრი.
განმეორებით აღვნიშნავ, რომ ტრანსპორტის საკითხი ქუთაისში გაცილებით ღრმა შესწავლას საჭიროებს, არა მხოლოდ მერიის სამსახურის, არამედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. 
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დიმიტრი კოპალიანის მერობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებოდით სარეზერვო ფონდს, ჩვენ მიერ არამიზნობრივად არ გახარჯულა ერთი თეთრიც კი. 
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდეგ არ გათავისუფლებულა ამ სამსახურის არც ერთი თანამშრომელი.
მინდა მადლობა გადავუხადო ქ. ქუთაისის მერს, ბატონ დიმიტრი კოპალიანს, იმ დიდი ნდობისათვის, რომელიც მან მე გამომიცხადა. მე, როგორც მისი გუნდის წევრი, ვიზიარებ ჩვენ მიერ აღებულ პასუხისმგებლობას და ვტოვებ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას," " - აცხადებს წოწონავა.
შეგახსენებთ, რომ წოწონავას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე newpress.ge-მ ინფორმაცია ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს გაავრცელა. newpress.ge-ის ინფორმაციით,  ვახტანგ წოწონავას თანამდებობის დასატოვებლად განცხადება, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დააწერინეს. 
 ვახტანგ წოწონავა ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე, ქუთაისის მერის პოსტზე დიმიტრი კოპალიანის მოსვლის შემდეგ დაინიშნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა