„არა ოკუპაციას! ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას!“- ქუთაისში ერთი კვირის მანძილზე აქციები გაიმართება
„არა ოკუპაციას! ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადას!“, - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანებულმა საინიციატივო ჯგუფმა ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს იმ აქციების დაანონსება წარმოადგენდა, რომლებიც „არა ოკუპაციას, არა სოჭის ოლიმპიადას“ ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება ქუთაისის მასშტაბით.
„ქუთაისში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას და სოჭის ოლიმპიადას. ჩვენ ამით ვუერთდებით იმ დიდ საპროტესტო ტალღას, რომელიც საქართველოში აგორდა. ჩვენი სურვილია შემოგვიერთდეს ქუთაისის აქტიური ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება, ვინც თვლის, რომ უარი უნდა უთხრას სოჭის ოლიმპიადას. გვინდა, რომ ეს პროტესტი გამოხატული იყოს სხვადასხვა აქციებითა და ღონისძიებებით“,- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ჯგუფში ასევე გაერთიანებულნი არიან სუდენტები, მედიისა და სამოქალო სექტორის წამომადგენლები.
აქცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ცოცხალი ჯაჭვით დასრულდება. “არანაირი წარმატება არ ღირს ღირსების შელახვის ფასად, რადგან თავისუფლების იდეა ვისთვისაც მნიშვნელოვანია, უარი უნდა თქვას სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე“,- ითქვა შეხვედრაზე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი