მეუფე კალისტრატე ბრალდებებზე - სატანისტები არიან, მოვიდნენ და დამიმტკიცონ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე "ნეტგაზეთთან" საუბარში სიცრუეს უწოდებს სამების ტაძრის დიაკვან - ელიზბარ დეკანოიძის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიტროპლიტ კალისტრატეს პენსიაზე გაშვება სინოდმა მისი მუქარის შემდეგ გადაიფიქრა. "მეუფე კალისტრატემ საკუთარი უფლებები, მკაცრად დაიცვა – რის ხარჯზე არ გაინტერესებთ? მან თქვა პირს დავაღებო, არიქა პირი არ მოაღოო და კიდევ ცოტა ხანს დარჩიო უთხრეს", – აცხადებს მამა ელიზბარი "კვირის ქრონიკასთან" საუბარში.
"ხომ არ ვარ პენსიაში? ტყუილი ყოფილა ხომ?!," – განუცხადა "ნეტგაზეთს" მეუფე კალისტრატემ.
"ნეტგაზეთი", ასევე, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტთან შეეცადა პრესაში გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის გადამოწმებას, რომლის მიხედვითაც მეუფე კალისტრატე არის КГБ-ს აგენტი, კოდური სახელით - "ალაზნელი".
"სისულელეა ეგ ინფორმაცია, ეგ არის სატანის მოგონილი სისულელე. სატანისტები არიან, უვარგისი ხალხია, ბოროტი სულები! არ შეიძლება ეგეთი წარამარა შეწუხება ადამიანის, ფაქტი უნდა დადო, რა. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. ადამიანი არ იკადრებს ამას, ეგ არის გაუზრდელი, აღუზრდელი და ერის მტერი აკეთებს ამას. მოვიდნენ და დამიმტკიცონ!" - უთხრა "ნეტგაზეთს" ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა