"ქუთაისში დღეს ლეონარდო რომ დაიბადოს, ის ჯოკონდას ვერ დახატავს"
ქუთაისში კულტურის სივრცე პოლიტიკამ დაიჭირა. ფინანსები ღირებულებების მიხედვით ამ ქალაქში არ იხარჯება, არამედ, იხარჯება პოლიტიკის და ნაცნობობის მიხედვით - აცხადებს მწერალი და ფილოსოფოსი, ტარიელ დათიაშვილი, რომელიც ერთ–ერთი მონაწილე გახლდათ "ახალი გაზეთის" რედაქციაში გასულ კვირას მოწყობილი დისკუსიის.
როგორ მიმდინარეობს ამჟამად ქუთაისში კულტურული ცხოვრება, რა როლს ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა და რა უნდა გაკეთდეს ქალაქში კულტურის განვითარებისათვი? "ახალი გაზეთის" რედაქციაში დისკუსია აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა.
ტარიელ დათიაშვილის აზრით, ნიჭიერი ადამიანების მოძიებაზე რთული, მათთვის შესაბამისი გარემოს, სივრცის შექმნაა.
"ნიჭიერი ადამიანების ძიება ერთი საქმეა. მას პიროვნულად უფრო ნაკლებად მიაგნებ, ვიდრე შექმნი სივრცეს. ეს გაცილებით უფრო რთულია და თან ეფექტურია. სკოლა სხვა ფენომენია, სკოლის შექმნა კულტურის მამოძრავებელია.
ქუთაისში დღეს ლეონარდო რომ დაიბადოს, ის ჯოკონდას ვერ დახატავს. ჯოკონდას დახატვა ასე იოლი საქმე არაა, ამას სკოლა ჭირდება. სივრცის შექმნა მარტივი რამე არაა. მას ჩამოყალიბება უნდა. აქ საჭიროა კულტურის განვითრების მყარი პოლიტიკა, რასაც თანამედროვე კულტურული კონცეფციების ცოდნა ჭირდება.
საკამათოც არაა, რომ ფინანსები ღირებულებების მიხედვით ამ ქალაქში არ იხარჯება. არამედ, იხარჯება პოლიტიკის და ნაცნობობის მიხედვით.
კულტურა აქ არ არის ცალკე დიდი მნიშვნელობის სფერო. ის არის რაღაც დანამატი. მომღერალმა პოლიტიკოსს უნდა უმღეროს, მხატვარმა პოლიტიკოსი უნდა დახატოს. ასე კულტურა არ ვითარდება. რაც არ უნდა ფინანსები დაიხარჯოს, შედეგს ვერ მივიღებთ, თუკი არ იქნება ზუსტი კონცეპტუალური მიდგომა ქვეყანაში და არა გაგება იმისა, რას ვინახავთ, რას ვაფუძნებთ," – აღნიშნავს ტარიელ დათიაშვილი.
სადისკუსიო შეხვედრის სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "ახალი გაზეთი"–ს დღევანდელ ნომერში.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა