|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელი მრევლი საპატრიარქოსგან პასუხს ითხოვს

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლი საპატრიარქოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც მეუფე ვახტანგი სასულიერო საქმიანობის გასაგრძელებლად, ევროპაში მიავლინა. ამის შესახებ, news.ge-ს მრევლის წარმომადგენელმა ტარიელ ღავთაძემ განუცხადა. მისი თქმით, მრევლი საპატრიარქოსგან ამ გადაწყვეტილებაზე პასუხს ითხოვს და აღშფოთებას ვერ მალავს.

"ხალხი შეშფოთებულია ამის გამო. თუ მეუფე ვახტანგი ჩვენი ეპარქიიდან იმის გამო გაუშვეს, რომ მისი ქმედებები მიუღებელი იყო საქართველოში მცხოვრები მრევლისთვის, რატომ დაისაჯნენ ევროპაში მცხოვრები ქართველები, რომელთა სურლიერ ცხოვრებაზე, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სწორედ, მეუფე ვახტანგმა უნდა იზრუნოს", - განაცხადა ტარიელ ღავთაძემ.

მისი თქმით, მრევლი ამ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებს და საპატრიარქოს მიმართავს, მეუფე ვახტანგი ჩამოაშოროს სასულიერო საქმიანობას.

როგორც news.ge-სთვის გახდა ცნობილი, ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მერორე დღეს იქნა მიღებული. ასევე საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომელსაც მიტროპოლიტი აბრაამი ხელმძღვანელობდა, ორად გაიყო და მეორე ნაწილს მეუფე ვახტანგი ჩაუდგება სათავეში.

საპატრიარქოს განცხადებით, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი), სინოდის გადაწყვეტილებით, შვედეთის ეპარქიის სამრევლოზე იზრუნებს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიტროპოლიტი ვახტანგი პენსიაზე გაუშვეს, პარასკევს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სინოდმა მეუფე ვახტანგის საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მრევლმა სასულიერო პირების მიერ აღსარების გათქმის, ეკლესიის ქონების გაფლანგვის, მრუშობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია მოიპოვა და სინოდს გადასცა. ამის შემდეგ, სინოდის გადაწყვეტილებით, სამი მღვდელი ჯვრის აყრით დაისაჯა.

წყარო: news.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა