ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერები მერიისგან კომპენსაციას ელოდებიან
ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერის, ამირან ძოწენიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება ქუთაისის მერიამ უკვე მიიღო. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილება იმაზეა დამიკიდებული, მიიღებს თუ არა თვითმმართველობა სააღსრულებო ფურცელს. ამის შესახებ, newpress.ge-სთან ყოფილმა ვიცე–მერმა და ამ დროისათვის, იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა, ამირან ძოწენიძემ ისაუბრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიას მისი თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. თუმცა, ძოწენიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების სრული დაკმაყოფილება ვერ მოხდება. "რადგან მე მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი და ამიტომაც სამართლებრივად შეუძლებელია. თუმცა, კომპენსაცია უნდა მივიღო თანამდებობიდან გათავისუფლების დროიდან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე," – ამბობს ამირან ძოწენიძე.
რაც შეეხება მეორე ყოფილ ვიცე–მერს, კოტე რატიანს, მისი განმარტებით, ის უკვე ელოდება ხელფასის ოდენობის განაცდურის ანაზრაურებას.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერები, დაკავებული თანამდებობებიდან მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის მოტივით, 2013 წლის ივნისში გაათავისუფლეს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა