გია თევდორაძე – დავით ბაქრაძის მხარდამჭერებს ქუთაისში მუქარის წერილებს უგზავნიან
ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის მხარდამჭერებს პოლიტ პატიმრების სახელით მუქარის წერილს უგზავნიან და ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერას მოითხოვენ – აღნიშნული შინაარსის წერილს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
წერილში მითითებულია, რომ ადრესატ დალი როხვაძის სახელი "ნაცების" მიერ შედგენილ "დასაყაჩაღებელ" პირთა სიაშია.
"დღევანდელი ხელისუფლება კოჰაბიტაციაშია ნაცებთან, არ გაგიკვირდებათ ახალაია და მერაბიშვილი ახლო მომავალში თავისუფალი რომ ვიხილოთ, სხვა დამნაშავეების დასასჯელად ოცნებაც კი ზედმეტია.
სამართლიანობის აღდგენის მიზნით, გთხოვთ, გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ "ნინო ბურჯანაძეს", – აღნიშნულია წერილში.
"გზავნილი დახვდათ ქუთაისში, დღეს დილით, დავით ბაქრაძის მხარდამჭერებს, საკუთარი სახლის კარებებში. თავად შეაფასეთ, წერილი პირდაპირ მუქარას წარმოადგენს: ჩვენ ვხედავთ, გვესმის, ვიცით და ამიტომ გეშინოდეთ!
მინდა მოგმართოდ ამ ,,გენიალური" იდეის ავტორებს: ხალხო ეს დაუშვებელია და ამით ვერავის ვერ შეაშინებთ, ერთადერთს რასაც მიაღწევთ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს განაწყობთ თქვენი კანდიდატის საწინააღმდეგოდ!!!," – წერს გია თევდორაძე.
მინდა მოგმართოდ ამ ,,გენიალური" იდეის ავტორებს: ხალხო ეს დაუშვებელია და ამით ვერავის ვერ შეაშინებთ, ერთადერთს რასაც მიაღწევთ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს განაწყობთ თქვენი კანდიდატის საწინააღმდეგოდ!!!," – წერს გია თევდორაძე.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა