გია თევდორაძე - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც პარლამენტის ქუთაისში დარჩენის გარანტია
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის და „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გია თევდორაძის განმარტებით არჩევნები ამ დროისათვის მშვიდ პირობებში მიმდინარეობს: „ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო დარღვევებს, ადგილი არ ქონია რაიმე სახის ექსცესებს“, – განაცხადა გია თევდორაძე, ქუთაისის მე–60 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მისი თქმით მან ხმა მისცა იმ კანდიდატს, რომელიც არის გარანტი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის და ქვეყნის განვითარების.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა



14:14
13:03
11:08
11:06












