გია თევდორაძე - მეორე ადგილი მყარი მაჩვენებელია
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გია თევდორაძემ არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზეა, საკმარისად მყარი მაჩვენებელია.
"ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყალიბდება ძლიერ ოპოზიციურ ძალად და ის განაგრძობს იმ გეგმებისა და მისწრაფებების განვითარებას, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ახორციელებდა," - აცხადებს გია თევდორაძე.
ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებზე, რომლის თანახმადაც ქუთაისში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა თევდორაძე აღნიშნავს: "ვისურვებდი ეგზიტპოლების ეს შედეგი რეალურ მაჩვენებელთან განსხვავებული იყოს," - ამბობს გია თევდორაძე.
დავით ბაქრაძის ქუთაისის შტაბის ხელძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე, ასევე, იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც ქუთაისში უბნებზე ფიქსირდებოდა. თევდორაძე ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არსებული დარღვევების აღმოფხვრას შეეცადა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა