|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალ გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს

რეგიონების ახალ გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში შედის პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორები მთავრობის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებული.
მათ თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, ამიერიდან მთავრობა მოხსნის და დანიშნავს.
ამასთან, პარლამენტმა უკვე შეიტანა ცვლილებები "მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში", რომლის მიხედვითაც გუბერნატორების საქმიანობაში მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულებაა განსაზღვრული. 
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონების მიხედვით ცხრა გუბერნატორი ჰყავს დანიშნული.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი