|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა 19 საათზე დაიწყება

ქუთასის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირბეით, ამ დროისთვის 9 საჩივარია შესული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ საჩივრები ძირითადად უბნებზე დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხება.
საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა, მარკირება გავლილი ამომრჩევების მიერ საარჩევნო უბანზე მეორედ შეღწევის მცდელობა -  აღნიშნული დარღვევების შესახებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის მიერ, სულ 5 საჩივარი არის შესული.
კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ერთი საჩივარი დაფიქსირდა. ასევე, ერთი საჩივარი დაიწერა არასამთავრობო ორგანიზაცია–"მომავლი არჩევნები"–ს მიერ, რომელიც საარჩევნო ყუთის დალუქვას ეხება.  ხოლო ორი საჩივარი საოლქო კომისიაში "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან შევიდა, რომლებიც ასევე, საარჩევნო ყუთის დალუქვას უკავშირდება.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საჩივრების შეტანის ვადა დღეს, 18 საათსზე იწურება.  ხოლო კომისია ოლქში შესული საჩივრების განხილვას, დღეს 19 საათზე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში129 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან 2 – სპეცუბანს წარმოადგენდა.
არჩევნებში მონაწილეობა ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 39,37%-მა მიიღო (62587 ამომრჩეველი). ქუთაისში სულ 158 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 129–ვე უბნიდან მიღებული ხმები უკვე დათვალა.
პირველ ადგილი ხმების 56, 33–ით (35 255 ხმა)  "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს ერგო.

ავტორი: თეკლა მორგოშია