ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 9 საჩივრიდან 8-ზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო
                                                                                                                     
                
ქუთაისის # 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ დროისათვის უკევ დაასრულა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დროს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებზე არსებული საჩივრების განხილვა.
#65,,# 115, #71, #120,#29, #35, #37 - ეს ის საარჩევნო უბნებია, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროცედურული დარღვევების გამო საჩივრები დაწერეს.
საოლქო კომისიის 13 კაციანი შემადენლობის გადაწყვეტილებით, აღნიშულ უბნებზე დაწერილი 9 საჩივრიდან 8-ზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს, დაფიქსირებული დარღვევების გამო გაფრთხილება და შენიშვნები მიეცათ.
რაც შეეხება ერთ საჩივარს, რომელიც 65-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, გადაწყვეტილება კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე არ მიიღო. აღნიშნული უბანზე საჩივარი „სამართლიანი საქართველოს" წარმომაგენლებმა დაწერეს. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის გადაწყვეტილებით, საჩივრის განხილვა ხვალ მოხდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 16:36
16:36 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31
















