წულაია არჩევნებზე - ახალი ხელისუფლების უსუსურობის გამო "ნაციონალები" მეორე ადგილზე ვიხილეთ
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე
ქუთაისში საარჩევნო სიებში 200-ზე მეტი არარსებული ბინიდან 1000-ზე მეტი ამომრჩეველი
დაფიქსირდა. წულაია აცხადებს, რომ აღნიშნული მონაცემები "ნაციონალუირი მოძრაობის" მიერ
იყო შექმნილი და მათი გამოყენება წლევანდელ არჩევნებზეც მოხდა.
"ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო აღეკვეთა ეს და მისცა
საშუალება "ნაციონალებს" ისევ გამოეყენებინათ ამ ადამიანების პირადი მონაცემები კარუსელის
გასაკეთებლად," - აცხადბეს გოგი წულაია.
მისივე მტკიცებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მონაწილე თოთოეულ მათ ამომრჩეველს 20 ლარის ოდენობის თანხა გადაუხადა.
"ნაციონარული მოძრაობის" შავ ყულაბაში თანხები ახლაც მიედინება. ახალი ხელისუფლების უსუსურობის ბრალია,
რომ ისინი მეორე ადგილზე ვიხილეთ," - აცხადებს
წულაია.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობის ლიდერის თქმით, ქუთაისის მერიის 81 თანამშრომელი,
რომლებიც წინასაარჩევნოდ ერთთვიანი შვებულებით სარგებლობდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული.
"მერია არის პოლიტიზირებული შენობა. მერია ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებითაა
დაკომპლექტებული და იმის ნაცვლად, რომ ქალაქის
განვითარებაზე იზრუნონ, დაინტერესებული არიან მათი პარტიის გამარჯვებით. სამწუხაროა,
რომ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაებალანსებია კადრები," - აცადხებს გოგი წულაია.
ავტორი: დეა მანაგაძე